Tuesday, May 14, 2019

გარე დაკვირვების გეგმა 1


                                                                                        გაკვეთილის გეგმა  №1

საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებელი: ნინო სტურუა
პირადი ნომერი: პ/ნ  37001005631
სკოლა: სსიპ ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა
სწავლების  საფეხური /კლასი: საშუალო / მე-11კლასი (განაყოფი )
მოსწავლეთა  რაოდენობა: 16 მოსწავლე.( განაყოფში სსსმ მოსწავლე არ არის )
თემა: Describing personality.
            Personality adjectives.

გაკვეთილის მიზანი :
მოსწავლე შეძლებს უცხო ტექსტში ახალი, პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი  ლექსიკური ერთულების ამოცნობას კონტექსტის მიხედვით და მათ დეფინიციას .მოსწავლე  მოახდენს ახალი  ლექსიკური ერთეულების მემორიზაციას და მათ გამოყენებას საკუთარ წინადადებაში.
მოსწავლე შეძლებს აუდიო-ვიზუალური მასალის მოსმენას, გაგებას და პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი ლექსიკური ერთეულების ამოკრებას.
მოსწავლე შეძლებს ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით  პიროვნების ხასიათის  აღწერას, მიკრო ტექსტის შექმნას   და პრეზენტაციის წარმოდგენას.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.
შესასწავლი თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან, გაკვეთილის მიზნები  გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი :
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ü  ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა);
ü  აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით.


უცხ.ს.VI.8. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ü  მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობები;

უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
ü  პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაბამის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს);

ü  ერთი აზრობრივი ნაწილიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (შესაბამისად, მაგალითად, ამას გარდა, ამდენად და სხვა);


უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

ü  იყენებს ნასწავლ ლექსიკას


№
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)


დრო/
წთ
1
აქტივობა 1- საორგანიზაციო საკითხები -  გაკვეთილის მიზნის და  შეფასების რუბრიკების გაცნობა.

მიზანი-გაკვეთილის  სასწავლო მიზნისა და მოლოდინების განსაზღვრა, პოზიტიური განწყობის შექმნა.
მასწავლებელი ახდენს კლასის ორგანიზებას. ის აცნობს ჯგუფს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს.


დემონსტრირების მეთოდი

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი, პროექტორი.
კომპიუტერი.
დანართები-      შეფასების ინსტრუმენტები- შეფასების რუბრიკა.
2წთ.

2










აქტივობა 2 -ასოციაციური რუკა.

მიზანი -ლექსიკური ერთეულების გახსენება და განმტკიცება.

აქტივობის აღწერა-  მოსწავლეებში მოტივაციისა და ინტერესის  ამაღლების მიზნით მასწავლებელი დაფაზე წერს გაკვეთილის თემის სათაურს „Describing personality“და სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი ზედსართავი სახელები. მოსწავლეები იხსენებენ ლექსიკურ ერთეულებს და განმარტავენ მათ. ერთი მოხალისე მოსწავლე დასახელებულ პიროვნული ნიშანთვისებების გამომხატველ ზედსართავ სახელებს დაიტანს დაფაზე გამოხატულ ასოციაციურ რუკაზე.

მასწავლებლის უკუკავშირი - ზეპირსიტყვიერი კომენტარი.











გონებრივი იერიში

Lead in
მთელი კლასი


ინდივიდუალური

დაფა
ცარცი
ასოციაციური რუკა

ასოციაციური რუკა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში.






5წთ

3
აქტივობა 3.ახალი ლექსიკური ერთეულების შეტანა. ავთენტურ მასალზე მუშაობა.

მიზანი - ახალი ლექსიკური ერთეულების გაგება კონტექსტის მეშვეობით. ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.

აქტივობის აღწერა-
მასწავლებელი მოსწავლეებს მონიტორზე უჩვენებს სამი ცნობილი ადამიანის ფოტოსურათს და უსვავს კითხვებს.( who is the person you see on the screen? What do you think, how did this person become famous ?In your opinion, what characteristic features can this person have?
Why do you think that he/she has such personality?)
მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს  ურიგებს სხვადასხვა  ტექსტს (ტექსტები ადაპტირებულია ჩემს მიერ), სადაც მონიტორზე ნაჩვენები ადამიანები დახასიათებულია მისი პიროვნული ნიშან-თვისებებით.(სამივე ჯგუფს სხვადასხვა სელებრითი ) მოსწავლეთა ჯგუფები კითხულობენ ტექსტებს  და ცდილობენ ახალი პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი სიტყვები ამოიცნონ კონტექსტის მეშვეობით.
კითხვის დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გამოდის და ფლიბჩარტზე ჩამოწერს
ახალ ლექსიკურ ერთეულებს და ცდილობს განუმარტოს ის სხვა ჯგუფის წევრებს. მასწავლებელი ეხმარება საჭიროების შემთხვევაში.ამის შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს ფლიბჩარტზე აღნიშნული სიტყვები გამოიყენონ საკუთარ წინადადებაში.






იმის დასადგენად გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა ყველა პიროვნული ნიშან-თვისების გამომხატველი სიტყვა , რითაც ცნობილი ადამიანია დახასიათებული , მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს დაუსვან ერთმანეთს კითხვები სელებრიტების შესახებ. მოსწავლეები ასახელებენ იმ პიროვნულ ნიშან-თვისებებს, რომლითაც დახასიათებულია თითოეული სელებრითი
ტექსტში.
მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.






ვარაუდების გამოთქმა კითხვა პასუხის დახმარებით.



Pre-reading








ჯგუფური მუშაობის მეთოდი


ძიებითი კითხვა


ლექსიკაზე მუშაობა.
ჯგუფური მუშაობა


ინდივიდუალური
პროექტორი
კომპიუტერი
ფოტოსურათები
ფლიბჩარტი
მარკერი

სლაიდებზე ასახული ფოტოები გამოიწვევს მოსწავლეებში მეტ ინტერესს შესასწავლი მასალის მიმართ და დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.

ფლიფჩარტზე ახალი სიტყვების დატანით მოსწავლეები მოახდენენ მათ უკეთ მემორიზებას.
15წთ
4
აქტივობა 4- აუდიო-ვიზუალურ მასალაზე მუშაობა.
მიზანი-აუდიო-ვიზუალური მასალის გაგება-გააზრება.
აქტივობის აღწერა-
მოსწავლეთა ჯგუფები  უსმენენ ინტერვიუს აუდიო-ვიზუალურ მასალის სახით , სადაც სამი პიროვნება(Catherine,Angelique,San) ახასიათებს საკუთარ თავს პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი ზედსართავი სახელების გამოყენებით. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოუსმინონ ინტერვიუს და ამოკრიბონ ყველა პიროვნული ნიშან-თვისების გამომხატველი ზედსართავი სახელი,რომლითაც ვიდეოს პერსონაჟები ახასიათებენ საკუთარ თავს. მოსწავლეები უსმენენ აუდიო ვიზუალურ მასალას და ინიშნავენ საჭირო ინფორმაციას.მოსმენის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეთა ჯგუფებს კომიქსებს (სამივე ჯგუფს სხვადასხვა),რომელზეც გამოსახულია ინტერვიუში მონაწილე პერსონაჟები და აძლევს ჯგუფებს შემდეგ დავალებას.
I-  ჯგუფი კომიქსზე დაიტანს  ინფორმაციას კატერინას შესახებ.
II- ჯგუფი კომიქსზე დაიტანს  ინფორმაციას ანჟელიკას შესახებ.
III- ჯგუფი კომიქსზე დაიტანს  ინფორმაციას სენის შესახებ. (Note-taking)
მოსწავლეები განმეორებით უსმენენ აუდიო -ვიზუალურ რესურს და ასრულებენ დავალებას.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები ახასიათებენ პერსონაჟებს.
მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.


აუდიო -ვიზუალურ
მასალაზე მუშაობა



Listening for details.








During listening












Post-listening
ინდივიდუალური
აუდიო
ვიზუალური ავთენტური დოკუმენტი.
კომპიუტერი.
პროექტორი.
კომიქსები.
https://www.youtube.com/watch?v=gMU9tk7fhQI&fbclid=IwAR2-Hq5o9Ra4KM-z_JHolie9f9hZ6TfdHdfOpyyyryVRvp4VgyuM1jzQbCw

ხმოვანი და ვიზუალური საშუალებები მოსწავლეებში შექმნის ცნობისმოყვარეობას  და გაუმარტივებს, აღქმასა  დ გაგებას.


კომიქსის დინამიური სიუჟეტი , მსუბუქი სამეტყველო სტილი ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს და იწვევს მათში დიდ ინტერესს.გაკვეთილი ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.
8წთ
5

აქტივობა 5- პორტრეტზე მუშაობა
მიზანი-ადამიანის  პიროვნული თვისებების აღწერა  შესწავლილი ლექსიკური ერთეულების  დახმარებით.
აქტივობის აღწერა  - მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს ურიგებს ფლიბჩარტებს და მათთვის კარგად ცნობილი ადამიანების პორტრეტებს( თითო ჯგუფს თითო პორტრეტს) და სთხოვს მათ შეადგინონ მიკრო ტექსტი,სადაც ისინი აღწერენ პიროვნებას პიროვნული ნიშან-თვისებების მიხედვით. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას (close monitoring). სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთი მოსწავლე აკრავს ფლიბჩარტს თვალსაჩინო ადგილას და  აკეთებს ნაწერის  პრეზენტაციას.
პრეზენტაცია , რომელზეც გამოყენებული იქნება ყველაზე მეტი ახალ ლექსიკური ერთეული ჩაითვლება საუკეთესოდ.

სამუშაოს დასრულებისთანავე მასწავლებელი განმავითარებელი ჯგუფური შეფასების რუბრიკის მიხედვით აფასებს თითოეული ჯგუფის მუშაობას და აძლევს მათ უკუკავშირს.
დანართი #3
პრაქტიკული მუშაობა

ჯგუფური მუშაობის მეთოდი

Free practice







პრეზენტაცია
ჯგუფური
მუშაობა

ინდივიდუალური.

პორტრეტები
ფლიბჩარტები
მარკერები


პორტრეტები გაუადვილებს მოსწავლეებს დავალების შესრულებას და სამუშაოს უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის.




ჯგუფური განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
8წთ
6
აქტივობა 6- შეფასება
მიზანი-გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა -   მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს და მათთან ერთად განიხილავს თუ რამდენად მიაღწიეს მიზანს.ამის შემდეგ  მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს ინდივიდუალურად  განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.

დანართი #1
ვერბალური მეთოდი


შეფასება
ინდივიდუალური
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
3წთ
7
აქტივობა 7.საშინაო დავალების მიცემა,ახალი ლექსიკური ერთეულების განმტკიცება

მიზანი-  ახალი ლექსიკური ერთეულების მემორიზაცია.
მოსწავლემ უნდა აღწეროს საუკეთესო მეგობარი ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით და ხაზი გაუსვას მის პიროვნულ ნიშან-თვისებებს.
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
სამუშაო რვეული
კალამი
2წთ
8
აქტივობა 8- მოსწავლეთა თვით-შეფასება.
თვითშეფასების მიზნით მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბარათებს.
დანართი #2
შეფასება
საერთო საკლასო
გასასვლელი ბარათები
2წთ.




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოცემული თემა მრავალმხრივაა საინტერესო, ის ერთდროულად ამუშავებს ლექსიკურ და გრამატიკულ(ზედსართავი სახელები) ერთეულებს,მოსმენისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.

მოსწავლემ შეძლოს უცხო ტექსტში ახალი, პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი  ლექსიკური ერთეულების ამოცნობა კონტექსტის მიხედვით ,მათი დეფინიცია ,მემორიზება და  გამოყენება საკუთარ წინადადებაში.
მოსწავლემ შეძლოს აუდიო-ვიზუალური მასალის მოსმენა, გაგება და პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი ლექსიკური ერთეულების ამოკრება.
მოსწავლემ შეძლოს ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით  პიროვნების ხასიათის  აღწერა, მიკრო ტექსტის შექმნა  და პრეზენტაციის წარმოდგენა.
შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თან ერთვის გეგმას)
დანართი #1
                                    
     განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
                                      ( ჩართულობა საკლასო სამუშაოში ) 

მოსწავლე
10-9
8-7
6-5
4-
შეძლებს  ტექსტის კითხვისას  უცხო სიტყვების ამოცნობას კონტექსტის მეშვეობით და მათ დეფინიციას.
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად ამოიცნობს ყველა უცხო სიტყვის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით და ზედმიწევნით სწორად განმარტავს მას.
მოსწავლე სწორად ამოიცნობს  ყველა უცხო სიტყვას კონტექსტის მიხედვით, თუმცა სიტყვათა განმარტებისას უშვებს მხოლოდ რამდენიმე შეცდომას.
მოსწავლეს უჭირს უცხო სიტყვათა მნიშვნელობის ამოცნობა კონტექსტის მეშვეობით და ასევე მათი მნიშვნელობის განმარტებისას საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას.
მოსწავლე საერთოდ ვერ ამოიცნობს უცხო სიტყვებს კონტექსტის მიხედვით.
შეძლებს ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებას საკუთარ წინადადებაში.
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად გამოიყენებს ახალ ლექსიკურ ერთულებს საკუთარ წინადადებაში.
მოსწავლე სწორად გამოიყენებს ახალ ლექსიკურ ერთულებს საკუთარ  წინადადებაში.
მოსწავლეს უჭირს ახალ ლექსიკური ერთულების გამოყენება საკუთარ წინადადებაში, საჭირობს მასწავლებლის დახმარებას.
მოსწავლე საერთოდ ვერ გამოიყენებს ახალ ლექსიკურ ერთეულებს საკუთარ წინადადებაში.
შეძლებს აუდიო-ვიზუალური მასალის გაგებას და პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი ზედსართავი სახელების ამოკრებას.
მოსწავლე ზედმიწვნით სწორად იგებს აუდიო-ვიზუალურ მასალას და ამოკრებს ყველა პიროვნული ნიშან-თვისების გამომხატველ ზედსართავ სახელს.
მოსწავლე სწორად იგებს აუდიო-ვიზუალურ მასალას და ამოკრებს თითქმის ყველა პიროვნული ნიშან-თვისების გამომხატველ ზედსართავ სახელს.
მოსწავლე ნაწილობრივ იგებს აუდიო-ვიზუალურ მასალას და ამოკრებს მხოლოდ რამდენიმე პიროვნული ნიშან-თვისების გამომხატველ ზედსართავ სახელს.
მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს აუდიო-ვიზუალური  მასალის შინაარს და საერთოდ ვერ ამოკრებს პიროვნული ნიშან-თვისების გამომხატველ ზედსართავ სახელს.
შეძლებს  მიკრო ტექსტის შექმნას და პიროვნების აღწერას ახლად შესწავლილი პიროვნული ნიშან-თვისებების გამომხატველი ზედსართავი სახელების გამოყენებით.
მოსწავლე ზედმიწევნით  სრულყოფილად აღწერს პიროვნებას პიროვნული მახასიათებლების მიხედვით მის მიერ შექმნილ მიკრო ტექსტში და მის დასახასიათებლად იყენებს გაკვეთილზე ნასწავლ ყველა ლექსიკურ ერთეულს.
მოსწავლე კარგად აღწერს პიროვნებას პიროვნული მახასიათებლების მიხედვით  მის მიერ შექმნილ მიკრო ტექსტში  და გამოიყენებს თითქმის ყველა ახალ ლექსიკურ ერთეულს.
მოსწავლე ნაწილობრივ აღწერს პიროვნებას პიროვნული მახასიათებლების მიხედვით მის მიერ შექმნილ მიკრო ტექსტში  და ნაწილობრივ იყენებს ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
მოსწავლე საერთოდ ვერ ქმის მიკრო ტექსტს, ვერ აღწერს პიროვნებას პიროვნული მახასიათებლების მიხედვით და არ შეუძლია ახალი ლექსიკური ერთეულების გაოყენება.

დანართი # 2
Exit ticket

SURNAME-


Write down new personality adjectives you studied today:

Which activity did you like most at the lesson?

What was the most interesting for you at the lesson?

What was hard for you at the lesson?

დანართი #3
Teamwork rubric for formative assessment

criteria
Low
Middle
High
Group members cooperate with each other
Group members sometimes cooperate with each other
Group members often cooperate with each other
Group members always cooperate with each other
Group organizes work
Group can’t organize work, only one or two  group members are involved
Group organizes work, only some of the group members are involved
Group organizes work, all group members are involved
Group keeps time limit
Group can’t keep time limit
Group partly keeps time limit
Group keeps time limit


ხელმოწერა: ნინო სტურუა
თარიღი: 12/04/2019

No comments:

Post a Comment