Tuesday, May 14, 2019

ჩემს მიერ შექმნილი ონლაინ ტესტი

ლინკი

გარე დაკვირვების გეგმა 5


გაკვეთილის გეგმა №5

საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებელი: ნინო სტურუა
პირადი ნომერი: პ/ნ 37001005631
სკოლა: სსიპ ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური /კლასი: საშუალო საფეხური/ მე-11კლასი (განაყოფი)
მოსწავლეთა  რაოდენობა: 16 მოსწავლე  (განაყოფში სსსმ. მოსწავლე არ არის )
თემა:  Statements in reported ( Indirect ) speech .
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს  წინადადება გადაიყვანოს პირდაპირიდან ირიბ ნათქვამში (როდესაც ნათქვამი ზმნა დგას წარსულ დროში ).
მოსწავლე შეძლებს პირდაპირ ნათქვამში მოცემული დიალოგის გადმოცემას ირიბ ნათქვამში(როდესაც ნათქვამი ზმნა დგას წარსულ დროში)
მოსწავლე სიმღერის მოსმენისას ამოკრებს  წინადადებას პირდაპირ ნათქვამში და გადაიყვანს მას ირიბ ნათქვამში.
მოსწავლე შეძლებს  შექმნას მიკრო ტექსტი ირიბ ნათქვამში და გააკეთოს პრეზენტაცია.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.
შესასწავლი თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან, გაკვეთილის მიზნები  გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი :

უცხ.ს.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიო და ტელეგადაცემები, აუდიოჩანაწერები და ზეპირი გამოსვლა ნაცნობ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (რეპორტაჟი, ინტერვიუ...)
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

ü  აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით.


უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:


ü  იყენებს პირდაპირი და ირიბი ნათქვამის გადმოსაცემ ენობრივ საშუალებებს;

უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

ü  დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას
ü  მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;



წინარე ცოდნა: მოსწავლემ იცის შესაბამისი გრამატიკული დროები,მოსწავლემ იცის განსხვავება პირდაპირ და ირიბ ნათქვამს შორის.მოსწავლეს შეუძლია გადაიყვანოს პირდაპირიდან ირიბ ნათქვამში, როცა ნათქვამი ზმნა დგას ახლანდელ დროში.


№
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო/
წთ
1
აქტივობა 1- საორგანიზაციო საკითხები -  გაკვეთილის მიზნის და  შეფასების რუბრიკების გაცნობა.

მიზანი-გაკვეთილის  სასწავლო მიზნისა და მოლოდინების განსაზღვრა, პოზიტიური განწყობის შექმნა.
მასწავლებელი ახდენს კლასის ორგანიზებას. ის აცნობს ჯგუფს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს.

დემონსტრირების მეთოდი

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
საერთო საკლასო

პროექტორი.
კომპიუტერი.
საკლასო ჟურნალი,
დანართები- შეფასების ინსტრუმენტები- შეფასების რუბრიკა.
2წთ.
2
აქტივობა-2 წინარე ცოდნის განმტკიცება.

მიზანი-ნასწავლი მასალის განმეორება, ახალი მასალის უკეთ გაგებისთვის.

აქტივობის აღწერა- მასწავლებელი მოსწავლეებს მონიტორზე უჩვენებს წინადადებებს პირდაპირ ნათქვამში,სადაც  ნათქვამი ზმნა დგას ახლანდელ დროში. მოსწავლეები უკვირდებიან წინადადებებს, განმარტავენ მათ,მსჯელობენ თუ რომელი დროა გამოყენებული მასში  და გადაჰყავთ ის ირიბ ნათქვამში.
He says:” I live in London”
He says that he lives in London.
მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.



წინარე ცოდნის გააქტიურება

დემონსტრირების მეთოდი



Lead in

საერთო საკლასო

ინდივიდუალური


პროექტორი
კომპიუტერი


წინადადებების ვიზუალიზაცია დაეხმარება მოსწავლეებს გრამატიკული მასალის უკეთ გახსენებაში.

5წთ
3
აქტივობა- 3 ახალი მასალის ახსნა.

მიზანი-პირდაპირიდან ირიბ ნათქვამში გადაყვანა, როცა ნათქვამი ზმნა დგას წარსულ დროში.

აქტივობის აღწერა -
მასწავლებელი მოსწავლეებს მონიტორზე უჩვენებს წინადადებებს და სთხოვს შეადარონ ერთმანეთს მოცემული წინადადებები და აღნიშნონ რა განმასხვავებელი მახასიათებლები შენიშნეს  მათში.
( He said :”I live in London”  
He said that he lived in London )


მასწავლებელი მოკლედ აჯამებს მოსწავლეთა შეხედულებებს და საჭიროების შემთხვევაში აწვდის მათ დამატებით ინფორმაციას ახალი მასალის შესახებ.ამის შემდეგ თვალსაჩინო ადგილას უკრავს  დროთა ცვლილებებისა და გარემოებების ამსახველ ცხრილებს, რომელიც დატანილი აქვს ფლიბჩარტზე.
იმის დასადგენად, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიგეს ახალი მასალა მასწავლებელი მონიტორზე უჩვენებს რამდენიმე მაგალითს პირდაპირ ნათქვამში და სთხოვს მოსწავლეს გადაიყვანოს ირიბ ნათქვამში.

მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.


ვარაუდების გამოთქმა
ვერბალური ახსნა






მთელი კლასი


ინდივიდუალური

ფლიბჩარტი
კომპიუტერი
პროექტორი

ფლიბჩარტზე განთავსებული ინფორმაციის დახმარებით მოსწავლეს გაუადვილდება უკეთ გაიაზროს დროთა ცვლილებები.

8წთ.










4

აქტივობა 4-მუშაობა დიალოგებზე.

 მიზანი- პირდაპირ ნათქვამში მოცემული მიკრო დიალოგის ირიბ ნათქვამში გადაყვანა.

აქტივობის აღწერა.
მასწავლებელი სლაიდზე აჩვენებს მოსწავლეებს შესასრულებელი დავალების ნიმუშს და შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
მოსწავლეთა წყვილებს ურიგებს წინასწარ მომზადებულ ცალკეულ ბარათებს , რომელზეც დატანილია მიკრო დიალოგები პირდაპირ ნათქვამში. იქვე მოცემულია იგივე დიალოგი ირიბ ნათქვამში გამოტოვებული ადგილებით. მოსწავლეებმა უნდა მისცენ დიალოგს სრულყოფილი სახე და შეავსონ იგი სწორი გრამატიკული დროებითა და სათანადო სიტყვებით .სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მეწყვილე წარმოადგენს სრულყიფილ დიალოგს ირიბ ნათქვამში.

მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.




წერითი მუშაობის მეთოდი
მუშაობა წყვილებში
ბარათბი
ფურცლები
კალამი
პროექტორი
კომპიუტერი





სლაიდებზე შესასრულებელი დავალების ნიმუშის ნახვა მოსწავლეებს გაუადვილებს სამუშაოს.
7წთ
5


აქტივობა-5 აუდიო-ვიზუალური მასალა.

მიზანი- გამჭოლი კომპეტენციების განვითარება.მოსმენილის გააზრება.პირდაპირი ნათქვამის ამოკრება და ირიბ ნათქვამში გადაყვანა.

აქტივობის აღწერა.
მოსწავლეები უსმენენ ქვინის ცნობილ სიმღერას, რომელშიც გამოყენებულია წინადადებები პირდაპირ ნათქვამში. (პირველ ჯერზე სიმღერას უსმენენ ტიტრების გარეშე)წყვილები ინიშნავენ წინადადებებს პირდაპირ ნათქვამში.მოსმენის დასრულების შემდეგ ერთმანეთში აჯერებენ ჩანიშნულ ინფორმაციას. მასწავლებელი მეორედ აჩვენებს  სიმღერის კლიპს ,რომელსაც თან ახლავს ტიტრები.მოსწავლეები ასწორებენ წინადადებებს შეცდომის შემთხვევაში. ვიდეო კლიპის ნახვის შემდეგ პირდაპირ ნათქვამში მოცემული წინადადებები წყვილებს გადაჰყავთ ირიბ ნათქვამში. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ირიბ ნათქვამში გადაყვანილ წინადადებებს.

მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.

აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეთა წყვილებს შეავსონ თვითშეფასების კითხვარი.
დანრთი # 3
დემონსტრირების მეთოდი

აუდიო ვიზუალურ რესურსზე მუშაობა
მუშაობა წყვილებში


ინდივიდუალური
პროექტორი
კომპიუტერი
https://www.youtube.com/watch?v=5bh6lYF5MEQ
ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერის გამოყენება მოსწავლეს გაუმარტივებს ახალი მასალის უკეთ გაგებას გაზრდის მის მოტივაციას ,გამოიწვევს მეტ ინტერესს ახალი მასალის მიმართ.



წყვილის თვითშეფასების რუბრიკა
8წთ
6
აქტივობა 6-ჯგუფური მუშაობა.

მიზანი- ახალი მასალის განმტკიცება პრაქტიკულ სავარჯიშოში.
აქტივობის აღწერა-  მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს შექმნან ჯგუფები.ჯგუფებს ურიგებს ბარათებზე დაწერილ ცალკეულ სიტყვებს. ყველა ჯგუფს სხადასხვა სიტყვათა ნაკრები. მოსწავლეთა ჯგუფებმა ამ სიტყვების გამოყენებით უნდა შექმნან მიკრო ტექსტები ირიბ ნათქვამში და წარმოადგინონ  პრეზენტაციის სახით. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას (close monitoring) სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთი მოსწავლე  აკეთებს პრეზენტაციას.

მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.




ჯგუფური მუშაობის მეთოდი



პრეზენტაცია

Free practice











მუშაობა
ჯგუფებში

















ფლიბჩარტი
მარკერი
ბარათები



ბარათებზე დატანილი ცალკეული სიტყვები დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის შექმნაში და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში.








8წთ.
















7
აქტივობა 7- შეფასება

მიზანი- გაკვეთილის შეჯამება.

აქტივობის აღწერა -   მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს და მათთან ერთად განიხილავს თუ რამდენად მიაღწიეს მიზანს.ამის შემდეგ  მასწავლებელი აფასების მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
დანართი #1
ვერბალური მეთოდი
შეფასება
ინდივიდუალური
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
3წთ
8
აქტივობა 8- საშინაო დავალების მიცემა.

მიზანი- ახალი მასალის განმტკიცება.
მასწავლეები მოსწავლეებს ავალებს ოჯახის წევრებისგან აიღონ ინტერვიუ ნებისმიერი, მათთვის სასურველი საკითხის ირგვლივ და მათი მოსაზრებები გადმოსცენ ირიბი ნათქვამის მეშვეობით.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
სამუშაო რვეული
კალამი
2წთ
9
აქტივობა 9- თვითშფასება

თვითშფასების მიზნით მოსწვლეები ავსებენ გასასვლელ ბარათებს.
დანართი #2
შეფასება
მთელი კლასი
გასასვლელი ბარათები
2წთ




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ შეძლოს  წინადადება გადაიყვანოს პირდაპირიდან ირიბ ნათქვამში.(როდესაც ნათქვამი ზმნა დგას წარსულ დროში )

მოსწავლემ შეძლოს პირდაპირ ნათქვამში მოცემული დიალოგის წარმოდგენა ირიბ ნათქვამში.(როდესაც ნათქვამი ზმნა დგას წარსულ დროში)
მოსწავლემ სიმღერის მოსმენისას ამოკრიბოს  წინადადება პირდაპირ ნათქვამში და გადაიყვანოს ის ირიბ ნათქვამში.

მოსწავლემ შეძლოს  მიკრო ტექსტის შედგენა ირიბ ნათქვამში და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა.



შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თან ერთვის გეგმას)




დანართი 1

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
                                      ( ჩართულობა საკლასო სამუშაოში ) 

კრიტერიუმები
მოსწავლე
10-9
8-7
6-5
4-
შეძლებს მოსმენისას ამოკრიბოს პირდაპირ ნათქვამში გადმოცემული წინადადება და გადაიყვანოს იგი ირიბ ნათქვამში.
მოსწავლე მოსმენისას  ზედმიწევნით სწორად ამოკრებს წინადადებას პირდაპირ ნათქვამში და უშეცდომოდ გადაჰყავს იგი ირიბ ნათქვამში.
მოსწავლე მოსმენისას სწორად ამოკრებს პირდაპირ ნათქვამში მოცემულ წინადადებას , თუმცა მცირე შცდომებს უშვებს ირიბში გადაყვანის დროს.
მოსწავლე მოსმენისას ნაწილობრივ სწორად ამოკრებს პირდაპირ ნათქვამში მოცემულ წინადადებას და  მხოლოდ მასწავლებლის დახმარებით შეუძლია მისი ირიბში გადაყვანა.
მოსწავლე მოსმენისას საერთოდ ვერ არჩევს პირდაპირ ნათქვამში მოცემულ წინადადებას.
შეძლებს მიკრო ტექსტის შექმნას ირიბ ნათქვამში მოცემულ სიტყვებზე დაყრდნობით და მისი პრეზენტაციის სახით წარმოდგენას.
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად ქმნის მიკრო ტექსტს ირიბ ნათქვამში მოცემული სიტყვების დახმარებით და ზედმიწევნით კარგად წარმოადგენს პრეზენტაციას.
მოსწავლე  სწორად ქმნის მიკრო ტექსტს ირიბ ნათქვამში მოცემული სიტყვების დახმარებით და წარმოადგენს პრეზენტაციას. მეტყველებისას უშვებს რამდენიმე გრამატიკულ შცდომას.
მოსწავლე ნაწილობრივ სწორად ქმნის მიკრო ტექსტს ირიბ ნათქვამში მოცემული სიტყვების დახმარებით და უჭირს პრეზენტაციის წარმოდგენა. მეტყველებისას უშვებს გრამატიკულ შცდომებს.
მოსწავლე საერთოდ ვერ ქმნის მიკრო ტექსტს ირიბ ნათქვამში  მოცემული სიტყვებზე დაყრდნობით და არ შეუძლია პრეზენტაციის გაკეთება.
შეძლებს პირდაპირ ნათქვამში მოცემული დიალოგი წარმოადგინოს ირიბ ნათქვამში.
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად წარმოადგენს პირდაპირ ნათქვამში მოცემულ დიალოგს ირიბ ნათქვამში
მოსწავლე სწორად წარმოადგენს პირდაპირ ნათქვამში მოცემულ დიალოგს ირიბ ნათქვამში, უშვებს მცირე შეცდომებს.
მოსწავლე ნაწილობრივ სწორად წარმოადგენს პირდაპირ ნათქვამში მოცემულ დიალოგს ირიბ ნათქვამში და უშვებს შეცდომებს
მოსწავლე საერთოდ ვერ წარმოადგენს პირდაპირ ნათქვამში მოცემულ დიალოგს ირიბ ნათქვამში
შეძლებს ჯგუფში /წყვილში მუშაობას. თანამშრომლობს ჟგუფის წევრებთან/მეწყვილესთან.
მოსწავლე აქტიურად არის ჩართული ჯგუფურ/წყვილურ მუშაობაში და თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან/მეწყვილესთან
მოსწავლე  არის ჩართული ჯგუფურ /წყვილურ მუშაობაში და თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან/მეწყვილესთან
მოსწავლე ნაწილობრივ  არის ჩართული ჯგუფურ/წყვილურ მუშაობაში და პასიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან/მეწყვილესთან.
მოსწავლე საერთოდ არ არის ჩართული ჯგუფურ/წყვილურ მუშაობაში და საერთოდ არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთანმეწყვილესტან.



დანართი 2.                                  
             EXIT TICKET


Name-
Surname-


What I knew about 
direct and indirect speech before the lesson


What I learnt about direct and indirect speech at the lesson

What I want to know about direct and indirect speech

My feeling at the end of the lesson (make a circle)
                                                                                                      












დანართი # 3
        

criteria
Yes
No
We understood the instructions


We did a great effort


We learnt a lot of new things


We cooperated and worked together


We kept time limit


We were helpful for each other
















ხელმოწერა: ნინო სტურუა
თარიღი: 30/04/2019