Tuesday, May 14, 2019

გარე დაკვირვების გეგმა 4


გაკვეთილის გეგმა №4


საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებელი: სტურუა ნინო
პირადი ნომერი:  პ/ნ 37001005631
სკოლა: სსიპ ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური : საშუალო/ მე-11კლასი. ( განაყოფი  )
მოსწავლეთა  რაოდენობა: 16 მოსწავლე.( განაყოფში სსსმ. მოსწავლე არ არის)
თემა:  Writing a descriptive essay

  გაკვეთილის მიზანი:  
მოსწავლე შეძლებს დაწეროს აღწერილობითი ესე და  წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.
შესასწავლი თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან, გაკვეთილის მიზნები  გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი

 უცხ.ს.VI.10. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ესე აქტუალურ თემაზე/საკითხზე
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

ü  ტექსტს ასათაურებს;
ü  წერისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
ü  მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.



უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

ü  პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაბამის ენობრივ საშუალებებს
ü  მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს ტექსტის სათანადო სრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს (სათაურს, ქვესათაურს, რუბრიკას და სხვა);
ü  პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაბამის ენობრივ საშუალებებს.

უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის ყველა ეტაპზე.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

ü  დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას
ü  შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას.




№
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო/
წთ
1
აქტივობა 1- საორგანიზაციო საკითხები -  გაკვეთილის მიზნის და  შეფასების რუბრიკების გაცნობა.
მიზანი-გაკვეთილის  სასწავლო მიზნისა და მოლოდინების განსაზღვრა, პოზიტიური განწყობის შექმნა.
მასწავლებელი ახდენს კლასის ორგანიზებას. ის აცნობს ჯგუფს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს.
დემონსტრირების მეთოდი

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი, პროექტორი.
კომპიუტერი.
დანართები-      შეფასების ინსტრუმენტები- შეფასების რუბრიკა.
2წთ.
2
აქტივობა 2 - საშინაო დავალების გამოკითხვა.
მიზანი -ნასწავლი ლექსიკური ერთეულების განმტკიცება.
აქტივობის აღწერა-
მოსწავლეებს თითო-თითო წინადადებით უნდა აღეწერათ ტექსტში მოცემული პერსონაჟები და მათ შორის არსებული ურთიერთობები გაკვეთილზე შესწავლილი ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით.

მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.
წერითი მუშაობის მეთოდი
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
სამუშაო რვეული
კალამი
3წთ
3
აქტივობა 3  - ასოციაციური რუკა
მიზანი-ვარაუდების გამოთქმა გაკვეთილის თემის ირგვლივ.
აქტივობის აღწერა- მოსწავლეებში მოტივაციისა და ინტერესის  ამაღლების მიზნით მასწავლებელი ფლიბჩარტზე წერს გაკვეთილის თემის სათაურს „ A descriptive essay” და სთხოვს მომსწავლეებს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები თუ როგორ ესმით მათ აღწერილობითი ესეს რაობა და რას შეიძლება აღწერდეს ის.(In your opinion,what does a descriptive essay describe?)მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ ვარაუდებს,რომელსაც მოხალისე მოსწავლე  აღნიშნავს ასოციაციურ რუკაზე.
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს თუ რა სახის ესეა მათთვის ცნობილი, მოსწავლეები ასახელებენ და მოკლედ განმარტავენ მათ.ამის შემდეგ მასწავლებელი მონიტორზე უჩვენებს მოსწავლეებს ნაწყვეტ წინადადებებს სხვადასხვა სახის ესეებიდან და სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ თუ რა ტიპის ესეს გამოხატავს მონიტორზე ნაჩვენები წინადადებები. მოსწავლეები ასახელებენ ესეს სახეობას და ცდილობენ დაასაბუთონ პასუხი.
 
ვარაუდების გამოთქმა

გონებრივი იერიში



Lead in

ინდივიდუალური
მთელი კლასი
ასოციაციური რუკა
ფლიბჩარტი
მარკერი
პროექტორი
კომპიუტერი

ასოციაციური რუკა ხელს შეუწყოფს მოსწავლეებს საკუთარი და მეგობრების შეხედულებების უკეთ დანახვაში.

მონიტორზე ნაჩვენები წინადადებები დაეხმარება მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში.

5წთ.
4
აქტივობა 4-  ავთენტური დოკუმენტი.
არწერილობითი ესე.
აქტივობის მიზანი-აღწერილობითი  ესეს წერის სტრუქტურის გაცნობა.
აქტივობის აღწერა-
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს აღწერილობითი ესეს რაობას , მისი წერის სპეციფიკას, წერის ეტაპებს (რომელიც დატანილი აქვს თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფლიბჩარტზე). შემდეგ წარმოადგენს ავთენტურ დოკუმენტს- აღწერილობით ესეს, რომელსაც უჩვენებს მონიტორზე და სთხოვს მოხალისე მოსწავლეს(მოსწავლეებს) წარუდგინოს იგი კლასის სხვა წევრებს.

 ვერბალური
ახსნა

დემონსტრირების მეთოდი









საერთო საკლასო
ინდივიდუალური
ფლიბჩარტი.
მარკერი.
პროექტორი.
კომპიუტერი.
ავთენტური დოკუმენტი
(Laser B1)
ფლიბჩარტზე დატანილი აღწერილობითი ესეს წერის წესები და ეტაპები დაეხმარება მოსწავლეებს  შემდგომში ესეს სწორად დაწერაში.

პროექტორი
ავთენტური დოკუმენტი, აღწერილობითი ესე,  მოსწავლეს წარმოდგენას შეუქმნის და გააცნობს მსგავსი ტიპის ესეს წერის სტრუქტურას.



6წთ
5
აქტივობა-5 ასოციაციური რუკა
აქტივობის მიზანი- ესეს სტრუქტურულად აწყობა.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს ურიგებს რამდენიმე ბარათს,რომელზეც ერთი შინაარსის მქონე აღწერილობითი ესე  დაყოფილია პარაგრაფების მიხედვით.მოსწავლეებმა სწორი თანმიმდევრობით უნდ ააწყონ ესე. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას (close monitoring ). ჯგუფი , რომელიც ყველაზე სწრაფად ასრულებს დავალებას გამოაკრავს სტრუქტურულად აწყობილ ესეს თვალსაჩინო ადგილას. მოსწავლე კითხულობს ესეს.მასწავლებელი სწორად  აწყობილ ესეს პარალელურად აჩვენებს მონიტორზე.  ჯგუფები ასწორებენ , შეცდომის შემთხვევაში.

მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.

კონსტრუქტიული
მეთოდი
ჯგუფური მუშაობის მეთოდი
ჯგუფური მუშაობა
ინდივიდუალური

ბართები.
(დაჭრილი ფუცლები).
დაფა.
მაგნიტები.
პროექტორი.
კომპიუტერი.



მოსწავლე ამ რესურსით განამტკიცებს აღწერილობითი ესეს  ტექსტის წერის თანმიმდევრულ ეტაპებს.
5წთ



6


აქტივობა 6- ესეს შინაარსზე მუშაობა.
 მიზანი-  ესეს გაგება - გააზრება.
აქტივობის აღწერა-

მოსწავლეთა  ჯგუფებს ურიგდებათ აღწერილობითი ესე. ჯგუფები ეცნობიან მას.მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას (close monitoring ).
  შემდეგ ურიგებს სავარაუდო სათაურების ჩამონათვალს.


A.      A picnic tragedy.
B.      A summer day.
C.      Lost in the forest.
D.      Sarah’s lucky day.
E.       Losing the baby.

 მოსწავლეები სწორად ასათაურებენ ესეს.
მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს ურიგებს ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებების კითხვარს ზემოდ აღნიშნული ესეს ირგვლივ. მოსწავლეები კვლავ უბრუნდებიან ესეს და ასრულებენ სავარჯიშოს.სავარჯიშოს დასრულების შემდეგ კითხულობენ პასუხებს და მსჯელობენ მის ირგვლივ.პარალელურად მასწავლებელი მონიტორზე უჩვენებს მოსწავლეებს წინადადებებს სწორი პასუხებით.
 1.The writer starts with the right words. T   F

2. The writer sometimes uses short sentences for dramatic effect.          T   F

3.The writer uses direct speech to tell us what people said.         T    F

4.The writer uses exclamation marks to add drama and excitement.   T    F

5.The story doesn’t have a beginning, a middle and an end.   T    F     

6. The writer does not use any descriptive adjectives.            T      F

7.The story doesn’t have any paragraphs.   T    F
                             
8. The story has a title.                  T    F                            

მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.




სელექციური მეთოდი

ჯგუფური მუშაობის მეთოდი



დეტალური კითხვა
scanning
ჯგუფური მუშაობა

ინდივიდუალური
სამუშაო ფურცლები
აღწერილობითი ესე (Laser B1)


სავარაუდო
კითხვების ჩამონათვალი

ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებების ჩამონათვალი
კომპიუტერი
პროექტორი


მონიტორზე წინადადებების ჩვენება დაეხმარება მოსწავლეებს დაშვებული შეცდომების უკეთ აღქმაში.


7წთ
7



აქტივობა 7-საბოლოო პროდუქტის შექმნა
აქტივობის მიზანი-
წერითი კომპეტენციების განვითარება.აღწერილობითი ესეს შედგენა.
აქტივობის აღწერა:  თითოეულ ჯგუფს დაურიგდება ფოტოსურათები, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა აქტივობები თავიანთი (საკლასო) ცხოვრებიდან. (სასკოლო ექსკურსია რაჭაში, ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის“- ფინალური ეტაპი და ერთ-ერთი კლასელის დაბადების დღე ) მოსწავლეთა  ჯგუფები ირჩევენ სამიდან ერთ-ერთ ილუსტრაციას (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით )და მისი დახმარებით წერენ აღწერილობით ესეს . მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას (close monitoring) სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გამოდის , აკრავს ფლიბჩარტს თვალსაჩინო ადგილას და აკეთებს ესეს პრეზენტაციას.
პრეზენტაციის დასრულებისთანავე ჯგუფის მუშაობა ფასდება აღწერილობითი ესეს განმავითარებელი შეფასების რუბრიკის მიხედვით.

დანართი#1

ჯგუფური მუშაობის მეთოდი

წერითი მუშაობის მეთოდი


Free -practice



პრეზენტაცია

ჯგუფური მუშაობა

ინდივიდუალური
ფლიბჩარტი.
მარკერი.
ფოტოები.

ესეს წერის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.


ფოტოებზე დატანილი ილუსტრაციები
გაუადვილებს მოსწავლეებს დავალების შესრულებას და სამუშაოს უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის.







10წთ
8
აქტივობა 8. შეფასება
მიზანი-გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა -   მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს და მათთან ერთად განიხილავს თუ რამდენად მიაღწიეს მიზანს.ამის შემდეგ  მასწავლებელი აფასების მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
დანართი #2

ვერბალური ახსნა
შეფასება



ინდივიდუალური
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
3წთ
9
აქტივობა 9- საშინაო დავალების მიცემა
მიზანი- აღწერილობითი
 ესეს  წერის სტრუქტურის განმტკიცება.
მოსწავლეს დაევალა დაწეროს არწერილობითი ესე , სადაც უნდა აღწეროს  საინტერესო შემთხვევა თავისი ცხოვრებიდან და გადაუგზავნოს მასწავლებელს საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე.( მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს ,რომ განმავითარებელ უკუკავშირს  მიაწოდებს თითოეულ მათგანს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით)

ვერბალური ახსნა
საერთო კლასი
დაფა
ცარცი
სამუშაო რვეული
კალამი
2წთ.
10
აქტივობა 10 . მოსწავლეთა თვით-შეფასება
თვითშეფასების მიზნით მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს.
დანართი # 3
შეფასება
საერთო საკლასო
თვითშეფასების ბარათები
2წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ენის სწავლებისას  ძალიან დიდი ყურადღება ექცევა წერით კომუნიკაციასა და მის სხვადასხვა სახეს (არგუმენტირებული ესე, აღწერილობითი ესე, მეგობრული წერილი, ოფიციალური წერილი და ა.შ.). ყოველ მათგანს თავისი კონკრეტული  ფორმა და მოთხოვნები აქვს.
შეთავაზებული აქტივობები მოსწავლეს მიიყვანს  საბოლოო პროდუქტის შექმნამდე, რომელიც  წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯებს წერილობითი ენის შესწავლის რთულ პროცესში.

მოსწავლემ შეძლოს დაწეროს აღწერილობითი ესე და  წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით.

შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თან ერთვის გეგმას)
                                                                            



     დანართი # 1
 Formative assessment for writing a descriptive essay:

The descriptive essay:

Very good
Not so good 
Bad

has a title



Has a clear beginning , a middle and an end



Consists of paragraphs



Has a simple plot



Has many characters



Is full of descriptive adjectives



Is full of direct speech




დანართი #2

განმსაზღვრელი შეფასების  რუბრიკა
( ჩართულობა საკლასო სამუშაოში )                                                                  

მოსწავლე
10-9
8-7
6-5
4-
შეძლებს ერთი შინაარსის მქონე ესე ააწყოს სტრუქტურულად.
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად აწყობს ერთი შინაარსის მქონე ესეს სტრუქტურულად.
მოსწავლე  სწორად აწყობს ერთი შინაარსის მქონე ესეს სტრუქტურულად.უშვებს მხოლოდ ერთ შეცდომას.
მოსწავლე ნაწილობრივ სწორად აწყობს ერთი შინაარსის მქონე ესეს სტრუქტურულად, უშვებს შეცდომებს.
მოსწავლეს საერთოდ არ შუძლია ააწყოს ერთი შინაარსის მქონე ესე სტრუქტურულად.
შეძლებს ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებების გარჩევას.
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად არჩევს ჭეშმარიტ და მცდარ წინადადებებს ერთმანეთისგან.
მოსწავლე სწორად არჩევს ჭეშმარიტ და მცდარ წინადადებებს ერთმანეთისგან, უშვებს მხოლოდ რამდენიმე შეცდომას.
მოსწავლე ნაწილობრივ სწორად არჩევს ჭეშმარიტ და მცდარ წინადადებებს ერთმანეთისგან, უშვებს შეცდომებს.
მოსწავლე საერთოდ ვერ არჩევს ერთმანეთისგან ჭეშმარიტ და მცდარ წინადადებებს.
შეძლებს აღწერილობითი ესე დაწერას, აზრის მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებას.
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად წერს აღწერილობით ესეს, ყოველ ჯერზე მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
მოსწავლე  სწორად წერს აღწერილობით ესეს, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
მოსწავლეს უჭირს აღწერილობითი ესეს დაწერა და აზრის მკაფიოდ გამოხატვა.
მოსწავლე საერთოდ ვერ წერს აღწერილობით ესეს და არ შუძლია აზრის გამოხატვა.
შეძლებს ჯგუფში მუშაობა. თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
მოსწავლე აქტიურად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში   და თანამშრომლობს ჯგუფის ყველა  წევრთან.
მოსწავლე  არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში და თანამშრომლობს ჯგუფის თითქმის ყველა  წევრთან.
მოსწავლე ნაწილობრივ  არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში და პასიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
მოსწავლე საერთოდ არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში და საერთოდ არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.

დანართი #3
Self-assessment
Name-
Surname-
Mark the correct answer:
Self -assessment
Very well

well
Not so well
I can put the paragraphs of the essay in a proper order



I can title the essay



I can differ true sentences from false ones



I can write a descriptive essay



I can co-operate with my team members.




ხელმოწერა: ნინო სტურუა
თარიღი: 23/04/2019

No comments:

Post a Comment