გაკვეთილის გეგმა № 3
საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებელი: ნინო სტურუა
პირადი ნომერი: პ/ნ 37001005631
სკოლა: სსიპ ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური /კლასი: საშუალო/ მე-11კლასი.
( განაყოფი )
მოსწავლეთა რაოდენობა: 16 მოსწავლე.(
სსსმ მოსწავლე არ არის ).
თემა:,,Teen Big Brother is here !”( A reality show)
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან უცხო ტექსტს, შეძლებენ შინაარსის გაგებას,ჭეშმარიტი და
მცდარი ინფორმაციის გარჩევას,კითხვების
შედგენას და პასუხის გაცემას ტექსტის ირგვლივ,ახალი ლექსიკური
ერთეულებისა და ფრაზული ზმნების მნიშვნელობის
ამოცნობას კონტექსტის მეშვეობით.
მოსწავლეები შეძლებენ
მონაწილეობა მიიღონ ინტერაქციაში და გამოხატონ
საკუთარი დამოკიდებულება და შეხედულება საგაკვეთილო თემის ირგვლივ.
თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.
შესასწავლი თემა
შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან, გაკვეთილის მიზნები გამომდინარებს ეროვნული
სასწავლო გეგმის
მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებიდან.
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი :
უცხ.ს.VI.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს
და გაიგოს სხვადასხვა სახის თხრობითი ტექსტი (მოთხრობა, ნოველა, ლეგენდა, იგავ-არაკი)
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
ü ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ,
რა მიზნით და სხვა);
ü განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ
საქციელს;
ü ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
უცხ.ს.VI.8.
მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ü
მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის
მიხედვით ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობები;
უცხ.ს.VI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს
ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ü ამა
თუ იმ საკამათო საკითხთან
დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას
(რა მოწონს/არ მოსწონს, რატომ);
ü გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
ü აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს საკუთარი პოზიციიდან;
|
№
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი
რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო/წთ.
|
|
1
|
აქტივობა 1- საორგანიზაციო
საკითხები - გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.
მიზანი-გაკვეთილის სასწავლო მიზნისა და მოლოდინების განსაზღვრა,
პოზიტიური განწყობის შექმნა.
მასწავლებელი ახდენს კლასის ორგანიზებას. ის აცნობს ჯგუფს გაკვეთილის
მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს.
|
დემონსტრირების მეთოდი
ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
|
საერთო საკლასო
|
საკლასო ჟურნალი, პროექტორი.
კომპიუტერი.
დანართები- შეფასების ინსტრუმენტები-
შეფასების რუბრიკა.
|
2წთ.
|
|
2
|
აქტივობა 2 -
საშინაო დავალების გამოკითხვა.
მიზანი -ნასწავლი სიტყვებისა
და ფრაზული ზმნების განმტკიცება.
აქტივობის აღწერა-
მოსწავლეებს მოკლედ უნდა დაეწერათ საკუთარი თავის შესახებ, თუ როგორი მეგობრები არიან
თავად და რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი.
მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.
|
წერითი მუშაობის მეთოდი
|
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
|
სამუშაო რვეული
კალამი
|
2წთ.
|
|
3
|
აქტივობა 3-სატელევიზიო
შოუების ამოცნობა ფოტოების მიხედვით.
მიზანი--ინტერესის გამოწვევა.
მოტივაციის გაზრდა.
აქტივობის აღწერა-
მასწავლებელი მოსწავლეებს მონიტორზე უჩვენებს სხვადასხვა სატელევიზიო
შოუს ამსახველ ფოტოებს და სთხოვს მათ დაასახელონ თუ რა სახის შოუა გამოსახული ფოტოზე.
(What type of television show do you see on the screen? მოსწავლეები ასახელებენ
სატელევიზიო შოუებს.მასწავლებელი სთხოვს აღწერონ თითოეული მათგანი. ( can you
describe what happens in each show? )მოსწავლეები ზეპირსიტყვიერად გამოხატავენ თავიანთ
მოსაზრებებს თითოეული შოუს შესახებ.
|
დემონსტრირების მეთოდი
ვერბალიზაცია
Lead in
|
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი
პროექტორი
ფოტოები
სლაიდებზე ასახული ფოტოები გამოიწვევს მოსწავლეებში მეტ ინტერეს შესასწავლი
მასალის ირგვლივ და დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.
|
5წთ
|
|
4
|
აქტივობა 4–ტექსტზე
მუშაობა
მიზანი-
ტექსტის გაგება -გააზრება ,ახალი ლექსიკური ერთეულების ამოცნობა კონტექსტიდან გამომდინარე.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს სთხოვს წაიკითხონ ტექსტი ჩუმი კითხვით,პარალელურად ურიგებს უცხო სიტყვათა და ფრაზულ ზმნათა ჩამონათვალს,
რომლის ამოცნობასაც მოსწავლეები თავადვე შეძლებენ კონტექსტის მიხედვით. ჯგუფები კითხულობენ
ტექსტს. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას (close monitoring ).კითხვის დასრულების
შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს წინასწარ დარიგებულ სიტყვათა და ფრაზულ ზმნათა
ინგლისურ დეფინიციას და სთხოვს მათ ახალი ლექსიკური ერთეული შეუსაბამონ თავის განმარტებას.
ჯგუფები ასრულებენ დავალებას . შემდეგ, შესრულებული სამუშაო რომ ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს,მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს იგივე დავალება შეასრულონ ფლიბჩარტზე , რომელიც გამოკრულია თვალსაჩინო
ადგილას. მოსწავლეები აკავშირიბენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს თავიანთ შესაბამის დეფინიციებს
. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს.
მასწავლებლის უკუკავშირი- ზეპირსიტყვიერი კომენტარი.
|
ჯგუფური მუშაობის მეთოდი
დეტალური
კითხვა
scanning
During reading
დაწყვილება
Matching
|
ჯგუფური მუშაობა
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო
(activate B 1)
სამუშაო ფურცლები
(უცხო სიტყვები და ფრაზული ზმნები.
უცხო სიტყვათა და ფრაზულ ზმნათა დეფინიციები)
ფლიბჩარტი
მარკერი
ფლიბჩარტზე დატანილი ახალი ლექსიკური
ერთეულები და მათი განმარტებები მოსწავლეებს გაუადვილებს მათ უკეთ დამახსოვრებას.
|
10წთ.
|
|
5
|
აქტივობა 5-ჭეშმარიტი
და მცდარი წინადადებების ამოცნობა
მიზანი- წაკითხულის
გააზრება.
აქტივობის აღწერა.-
მასწავლებელი მოსწავლეებს
ინდივიდუალურად ურიგებს ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებების ჩამონათვალს და
სთხოვს აღნიშნონ წინადადება მცდარია თუ ჭეშმარიტი ტექსტიდან გამომდინარე.
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ კვლავ მიუბრუნდნენ ტექსტს. სამუშაოს
დასრულების შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ წინადადებებს და
განიხილავენ მათ.პარალელურად მასწავლებელი უჩვენებს იგივე წინადადებებს მონიტორზე სწორი
პასუხებით.
1.
Living with people you don’t
know is always a nightmare T F
2.
The contestants from “Big
Brothers” had only eight days to get to know each other T. F
3.
The eight contestants came from
different backgrounds and cultures T.
F.
4.
The contestants had nothing in
common. T.F
5.
Caroline and Hasan didn’t get on
very well. T. F
6.
They had to put up with each
other’s personalities , attitudes and habits. T F
7.
The contestants could take
everything with them , even their make-up .
T. F
8.
After the show was over the
housemates didn’t try to show their individuality. T. F
მასწავლებლის
უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი
|
დეტალური
კითხვა
scanning
during-reading
|
მთელი კლასი
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო
ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებების კითხვარი
პროექტორი
კომპიუტერი
მონიტორზე წინადადებების ჩვენება დაეხმარება მოსწავლეებს დაშვებული შეცდომების
უკეთ გაგებაში.
|
6წთ.
|
|
6
|
აქტივობა
6. კითხვების შედგენა და დასმა ტექსტის ირგვლივ.
მიზანი-
რამდენად სწორად გაიაზრეს წაკითხული მასალა
აქტივობის აღწერა-
იმის დასადგენად თუ რამდენად
კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ახალი ტექსტი,
მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს აძლევს შემდეგ დავალებას. მათ თვითონვე უნდა შეადგინონ
3-3 კითხვა ტექსტიდან და დაუსვან ერთმანეთს. (Text- quiz) მოსწავლეები კითხვებს წერენ ცალ-ცალკე ფერად თაბახის ფურცლებზე და
აკეთებენ მისგან ბურთს. პირველი ჯგუფი კითხვებისგან შემდგარ ბურთს ესვრის
მეორე ჯგუფის წევრებს, მეორე ჯგუფი მესამეს ,მესამე ჯგუფი კი პირველს.მოსწავლეები
ხსნიან ბურთებს თანმიმდევრობით , კითხულობენ შეკითხვებს და ცდილობენ პასუხი გასცენ
მათ.
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვავს რამდენიმე დამატებით შეკითხვას.
მასწავლებლის უკუკავშირი-ზეპირსიტყვიერი კომენტარი.
|
ჯგუფური მუშაობის მეთოდი
კითხვა პასუხი
Post-reading
|
ჯგუფური მუშაობა
ინდივიდუალური
|
ფერადი
ფურცლები
კალმები
კითხვების გადატანა ფერად ფურცლებზე და მათი ბურთის სახით მიწოდება უფრო სახალისო
და მამოტივირებელია მოსწავლეთათვის.
|
6წთ
|
|
7
|
აქტივობა 7-რეალითი
შოუს დადებითი და უარყოფითი მხარეების დადგენა და გამოკვეთა.
მიზანი- მონაწილეობის
მიღება ინტერაქციაში. საკუთარი შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა.
აქტივობის აღწერა-
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი
ასმენინებს მოსწავლეებს რიგითი პიროვნების შეხედულებას რეალითი შოუების მიმართ.
(სადაც საუბარია რეალითი შოუს უარყოფით მხარეებზე)
ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ჯგუფში განიხილონ და იმსჯელონ
მათი აზრით თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს რეალითი შოუებს მონაწილეთათვის,ამართლებენ
თუ არა ისინი მსგავსი ტიპის შოუებს (what benefits and drawbacks reality shows
may have for contestants , do you approve the idea of reality shows or not…)მოსწავლეები
მსჯელობენ ჯგუფებში და ამის შემდეგ გამოხატავენ
თავიანთ დამოკიდებულებებსა და შეხედულებებს. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს
აქტივობას და ისმენს სხვადასხვა მოსაზრებებს.კლასიდან ერთი მოსწავლე გამოდის და თვალსაჩინო ადგილას გამომკრულ ფლიბჩარტზე
წერს მოსწავლეების მიერ დასახელებულ რეალითი შოუს დადებით და უარყოფით მხარეებს.
აქტივობის დასრულებისთანავე მასწავლებელი აფასებს თითოეული ჯგუფის მუშაობას
განმავითარებელი ჯგუფური შეფასების რუბრიკის მიხედვით და აძლევს მათ უკუკავშირს.
დანართი #3
|
ჯგუფური მუშაობის მეთოდი
ვერბალიზაცია
Free practice
|
ჯგუფური მუშაობა
ინდივიდუალური
|
ფლიბჩარტი
მარკერი
დისკი
კომპიუტერი
მოსასმენი მასალა მოსწავლეებში გამოიწვევს ინტერესს, მათ მიეცემათ საშუალება
თემის ირგვლივ მოისმინონ სხვისი შეხედულება,რომელსაც შესაძლოა ეთანხმებოდნენ ან პირიქით.ეს
მისცემს მათ საშუალებას ეტად არგუმენტირებულად გამოხატონ საკუთარი შეხედულებები.
დადებითი და უარყოფითი მხარეების ფლიბჩარტზე დატანით მოსწავლეები
უფრო თვალსაჩინოდ დაინახავენ ერთმანეთის დამოკიდებულებას რეალითი შოუების
მიმართ.
ჯგუფური განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
|
7წთ
|
|
8
|
აქტივობა 8- შეფასება
მიზანი-გაკვეთილის
შეჯამება
აქტივობის აღწერა
- მასწავლებელი
მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს და მათთან ერთად განიხილავს თუ რამდენად მიაღწიეს
მიზანს.ამის შემდეგ მასწავლებელი აფასებს
მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
დანართი #1
|
ვერბალური მეთოდი
შეფასება
|
ინდივიდუალური
|
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
|
3წთ
|
|
9
|
აქტივობა 9-საშინაო
დავალების მიცემა
მიზანი- მოსწავლემ
თითო-თითო წინადადებით უნდა აღწეროს ტექსტში მოცემული პერსონაჟები და მათ შორის არსებული
ურთიერთობები გაკვეთილზე შესწავლილი ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო/ ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო
სამუშაო რვეული
კალამი
|
2წთ
|
|
10
|
აქტივობა 10.
მოსწავლეთა თვით-შეფასება.
თვითშეფასების მიზნით მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს.
დანართი #2.
|
შეფასება
|
საერთო საკლასო
|
თვითშეფასების ბარათები.
|
2წთ.
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ შეძლოს ტექსტის შინაარსის გაგება, ახალი ინფორმაციის გაანალიზება,ჭეშმარიტი
და მცდარი წინადადებების გარჩევა,კითხვების შედგენა და მათზე პასუხის გაცემა ტექსტის
ირგვლივ ,ახალი ლექსიკური ერთეულებისა და ფრაზული ზმნების მნიშვნელობის ამოცნობა კონტექსტის მეშვეობით.
მოსწავლემ შეძლოს ინტერაქციაში მონაწილეობა და საკუთარი
შეხედულებების გამოხატვა
საგაკვეთილო თემის ირგვლივ.
შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები
თან ერთვის გეგმას)
დანართი #1
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
( ჩართულობა საკლასო სამუშაოში )
|
კრიტერიუმები
მოსწავლე
|
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-
|
|
შეძლებს უცხო
ტექსტის შინაარსის გაგებას.
|
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად იგებს უცხო ტექსტის შინაარსს.
|
მოსწავლე სწორად იგებს უცხო ტექსტის
შინაარს.
|
მოსწავლე ნაწილობრივ იგებს უცხო ტექსტის შინაარს.
|
მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს უცხო ტექსტს შინაარს.
|
|
შეძლებს ჭეშმარიტი და მცდარი ინფორმაციის გარჩვას ტექსტის
შინაარსიდან გამომდინარე.
|
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად განასხვავებს ერთმენეთისგან ჭეშმარიტ და
მცდარ წინადადებას.
|
მოსწავლე სწორად განასხვავებს ერთმენეთისგან ჭეშმარიტ და მცდარ
წინადადებას.უშვებს რამდენიმე
შცდომას.
|
მოსწავლე ნაწილობრივ სწორად განასხვავებს
ერთმენეთისგან ჭეშმარიტ და მცდარ წინადადებას.უშვებს შეცდომებს.
|
მოსწავლე საერთოდ ვერ განასხვავებს ერთმანეთისგან ჭეშმარიტ და მცდარ
წინადადებებს.
|
|
შეძლებს , როგორც
კითხვების შედგენას ასევე კითხვებზე პასუხის გაცემას ტექსტის შინაარსის ირგვლივ.
|
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად აყალიბებს კითხვებს და ზედმიწევნით სწორად
პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
მოსწავლე შეკითხვების შედგენის და კითხვებზე პასუხის გაცემის დროს უშვებს მცირე
შეცდომებს.
|
მოსწავლეს უჭირს შეკითხვების შედგენა , ასევე პასუხის გაცემის
დროს უშვებს შეცდომებს.
|
მოსწავლე საერთოდ ვერ ადგენს შეკითხვებს და ვერ პასუხობს ვერცერთ დასმულ
შეკითხვას.
|
|
შეძლებს კონტექსტის
მეშვეობით უცხო სიტყვებისა და ფრაზული ზმნების ამოცნობას
|
მოსწავლე ზედმიწევნით სწორად ამოიცნობს უცხო სიტყვებსა და ფრაზულ ზმნებს
კონტექსტის მიხედვით.
|
მოსწავლე სწორად ამოიცნობს თითქმის ყველა
უცხო სიტყვასა და ფრაზულ ზმნას კონტექსტის მიხედვით. გაუგებარია მხოლოდ
რამდენიმე ახალი ლექსიკური ერთეული.
|
მოსწავლე ამოიცნობს მხოლოდ რამდენიმე ახალ ლექსიკურ ერთეულს
კონტექსტიდან გამომდინარე.
|
მოსწავლე საერთოდ ვერ ამოიცნობს უცხო სიტყვებსა და ფრაზულ ზმნებს კონტექსტის
მიხედვით
|
|
შეძლებს საკუთარი
შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამოხატვას და მათ განმარტებას.
|
მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს
და ზედმიწევნით ნათლად განმარტავს მათ.
|
მოსწავლე გამოხატავს საკუთარ
შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს და ნაწილობრივ განმარტავს მათ.
|
მოსწავლეს უჭირს საკუთარი შეხედულებებისა
და დამოკიდებულებების გამოხატვა და მათი განმარტება.
|
მოსწავლე საერთოდ ვერ გამოხატავს საკუთარ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს.
|
დანართი # 2
Formative self-assessment
Name/ surname-
Date-
Mark the correct answer:
1.
I can understand the content of a new text.
Always
sometimes never
2.
I can differ false and true sentences.
Always
sometimes never
3.
I can guess the meaning of a new word or a phrasal
verb according to the context without looking it up.
Always
sometimes never
4.
I can make questions based on the text.
Always
sometimes never
5.
I can answer the questions.
Always
sometimes never
6.
I can express my opinion and attitude
towards reality shows.
Always
sometimes never
7.I can work in a group and respect my team members’ opinions
Always sometimes never
დანართი
#3
Teamwork
rubric for formative assessment
|
criteria
|
Low
|
Low
|
High
|
|
Group members cooperate with each other
|
Group members sometimes cooperate with
each other
|
Group members often cooperate with each
other
|
Group members always cooperate with each
other
|
|
Group organizes work
|
Group can’t organize work, only one or
two group members are involved
|
Group organizes work, only some of the
group members are involved
|
Group organizes work, all group members
are involved
|
|
Group keeps time limit
|
Group can’t keep time limit
|
Group partly keeps time limit
|
Group keeps time limit
|
ხელმოწერა: ნინო
სტურუა
თარიღი: 19/04/2019
No comments:
Post a Comment